15:58 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
რამაზ საყვარელიძე: „გირჩი“ რა ტერმინებსაც ხმარობს, იმ შედეგს მიიღებს

ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრის" მიერ გაკეთებული ვიდეომიმართვა ახალგაზრდებზეც კი უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ახალგაზრდები მუქარაზე ყოველთვის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

 

რამაზ საყვარელიძე: „რესპუბლიკელების“ მიერ კოალიციის დატოვება, "ქართულ ოცნებას" რეიტინგს მოუმატებს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად „რესპუბლიკურ პარტიას“ ბარიერის გადალახვის დიდი შანსი არ აქვს.

 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პრინციპად პიროვნული დაპირისპირება იქცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პრინციპად პიროვნული დაპირისპირება იქცა, რამაც კოლაიციის დაშლა გამოწვია.

 

"კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს“,-ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ხათუნა სამნიძე გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, შეცდომას უწოდებს.

 

ბერძენიშვილი: კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ოცნებისთვის“ დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა

პოლიტიკის კეთების ევროპული კოალიციური სტილი „რესპუბლიკელებისთვის“ ჩვეულებრივია, „ქართული ოცნებისთვის“ კი, დაუძლეველი სიმაღლე აღმოჩნდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

აგულაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა

„ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს „რესპუბლიკურ პარტიასთან“, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის  გიგლა აგულაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

თამაზ მეჭიაური: "ქართულმა ოცნებამ" "რესპუბლიკელებთან" გარიგება დადო და წინასაარჩევნოდ ჩრდილში გადაიყვანა

"თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა გარიგების ნაწილია და "ოცნებას" სურს, წინასაარჩევნოდ მათი რეიტინგი კიდევ უფრო არ დაზარალდეს, ხოლო არჩევნების შემდეგ "რესპუბლიკელები" კვლავ წამყვან თანამდებობებს დაუბრუნდებიან.

 

ზაქარეიშვილი: გუშინდელ დღემდე ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა

„გუშინდელ დღემდე ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა და დღეიდან მოვალეობები უნდა გადავაბარო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ომბდუსმენი „გირჩს“ მიმართავს, 10 ივლისს გამოქვეყნებული წინასაარჩევნო რეკლამის ინტერნეტ სივრციდან მოხსნა უზრუნველყოს
თინა ხიდაშელი თანამდებობის დატოვებას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გეგმავს

„მინისტრის თანამდებობას დავტოვებ, გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა და გარკვეულ კალენდარზე შევთანხმდით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

თამაზ მეჭიაური "გირჩის" მიმართვაზე - ზოგიერთი პარტია დედამისის ხმასაც ვერ მოიპოვებს

"თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით, "ახალი პოლიტიკური ცენტრის" მიმართვა ახალგაზრდებისადმი არის არაკორექტული.

 

უსუფაშვილი: მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს", ჩვენთან ერთად ყოფნაზე არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს

"რესპუბლიკური"პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი პარტიის წევრებს მიმართავს, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, უნდა იყოს თუ არა საარჩევნო ბრძოლაში მათთან ერთად,  არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს:

 

გია ხუხაშვილი: "გირჩმა" ვიდეომიმართვით, პირველ რიგში, საკუთარ ბებია-ბაბუებსა და დედ-მამას მიაყენა შეურაცხყოფა

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ვიდეოგზავნილი შეურაცხმყოფელია და ის ამომრჩეველზე, მათ შორის ახალგაზრდებზე, ნეგატიურად იმოქმედებს.

 

დავით უსუფაშვილი: "რესპუბლიკელები" პირნათელი ვართ ჩვენს ხალხთან

"ჩვენ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტეტული რეჟიმისგან, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდეს მრავალპარტიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ბევრი შრომა სჭირდება  და "რესპუბლიკელებს"  გვაქვს  პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში",-ამის შესახებ "რესპუბლიკელების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

 

გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

"რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო კამპანიას დავით უსუფაშვილი უხელმძღვანლებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უსუფაშვილი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics