|
2016-07-12 12:55:54, 663 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს", ჩვენთან ერთად ყოფნაზე არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს
"რესპუბლიკური"პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი პარტიის წევრებს მიმართავს, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, უნდა იყოს თუ არა საარჩევნო ბრძოლაში მათთან ერთად, არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს: "ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ, მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს", ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად, გააკეთოს არჩევანი უახლოეს ორ დღეში, იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს და მოტივებს, ეს იქნება სუპერ ღირებულებითი და პოლიტიკური, თუ სუპერ ყოფითი და პერსონალური, არჩევანი უნდა გაკეთდეს, ჩვენ მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში",-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გაემიჯნა "რესპუბლიკურ პარტიას" და რჩება თანამდებობაზე, მთავრობაში. რაც შეეხება თინათინ ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს, უსუფაშვლის ინფორმაციით,ისინი თანამდებობებს დატოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)