|
2016-07-12 13:42:44, 637 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: "ქართულმა ოცნებამ" "რესპუბლიკელებთან" გარიგება დადო და წინასაარჩევნოდ ჩრდილში გადაიყვანა
"თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა გარიგების ნაწილია და "ოცნებას" სურს, წინასაარჩევნოდ მათი რეიტინგი კიდევ უფრო არ დაზარალდეს, ხოლო არჩევნების შემდეგ "რესპუბლიკელები" კვლავ წამყვან თანამდებობებს დაუბრუნდებიან. როგორც "ექსპრესნიუსს" მეჭიაურმა განუცხადა, "ოცნება" ძალიან დაემსგავსა "რესპუბლიკელებს" და ორივე დასავლეთის ღირებულებებზეა ორიენტირებული. "არ არის გამორიცხული რომ "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის რაიმე გარიგება იყოს დადებული. ცოტა ხნის წინ ეს მინისტრები საერთოდ არ აპირებდნენ გადადგომას და არც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ამაზე. გამომდინარე იქიდან, რომ "რესპუბლიკელების" რეიტინგი ძალიან აზარალებდა "ქართულ ოცნებას" უნდათ, რომ ისინი ჩრდილში გადაიყვანონ. "რესპუბლიკელები" და "ოცნება", ფაქტიურად, ერთი იდეოლოგიის მატარებელი პარტიები არიან. აბსოლუტურად დაემსგავნენ ერთმანეთს. ის კიარა, "რესპუბლიკელები" "ოცნებასთან" შედარებით, სიმპატიურად გმაოიყურებიან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ანტი-ქართული ძალა არიან და საქართველოში ამერიკის ინტერესებს ატარებენ. ამასვე აკეთებს "ოცნებაც" ოღონდ ამას შენიღბულად აკეთებს და ისე მოქმედებს, თითქოს, ეროვნული ძალაა. რეალურად, კი ეს არის დასვლეთიდან მარიონეტული ხელისუფლება. მე ბიძინა ივანიშვილთან არაერთხელ მქონია საუბარი ქვეყნის საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით. ბატონი ბიძინა რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ფაქტიურად, ის საქართველოში მხარს უჭერს პროდასავლურ ძალებს და ხანდახან ისიც ცდება-ხოლმე", - განაცხადა მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)