|
2016-07-12 15:42:25, 641 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პრინციპად პიროვნული დაპირისპირება იქცა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პრინციპად პიროვნული დაპირისპირება იქცა, რამაც კოლაიციის დაშლა გამოწვია. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, კოალიცია ერთიანი ხედვების, იდეების ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს. მისივე თქმით, 2014 წლის იანვრიდან კი კოალიცია "ქართული ოცნების" პრინციპად იქცა პიროვნული დაპირისპირება, რამაც გამოიწვია კოალიციის დაშლა. "კოალიცია ხედვების და იდეების ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს, თუმცა 2014 წლის იანვრიდან ასეთი ღირებულებებითი გაერთიანების მაგივრად კოალიცია ”ქართული ოცნების” სამუშაო პრინციპად არა რეფორმების ირგვლივ გაერთიანება, არამედ პიროვნული დაპირისპირება და ინსტიტუტების შესუსტება იქცა. ასეთმა დღის წესრიგმა საბოლოოდ გამოიწვია კოალიციის დაშლა, ასეთია პრეზიდენტის აზრი ამ საკითხზე”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)