|
2016-07-12 13:19:08, 638 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი თანამდებობის დატოვებას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ გეგმავს
„მინისტრის თანამდებობას დავტოვებ, გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა და გარკვეულ კალენდარზე შევთანხმდით“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროცესი ცივილიზებულად დასრულდება. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროში რამდენიმე სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიებაა, რომელსაც კალენდარის რეჟიმი ახლა ხელს შეუშლის. „რამდენიმე დღის წინ თბილისში მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ში ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა უნდა განხორციელდეს. სწორედ, ამიტომ აშშ-ში გავემგზავრები იქიდან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით, არ მგონია ასეთი მნიშვნელოვანი იყოს დღე და საათი. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან მთავრობაში დარჩენბის შეთავაზება და პარტიულ საქმიანობაზე უარის თქმა, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მინისტრ გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან პარტია დატოვა და მინისტრის პოსტზე დარჩა, აღნიშნულ კითხვას თავისთავად პასუხობს. „მე ვიქნები საარჩევნო სიაში სრულად წარმოდგენილი და დანარჩენი უბრალოდ ტექნიკის საკითხია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)