|
2016-07-12 15:57:11, 573 ნახვა
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: „გირჩი“ რა ტერმინებსაც ხმარობს, იმ შედეგს მიიღებს
ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრის" მიერ გაკეთებული ვიდეომიმართვა ახალგაზრდებზეც კი უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ახალგაზრდები მუქარაზე ყოველთვის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. როგორც საყვარელიძემ "ექსპრენიუსს" განუცხადა, "გირჩის" განცხადება აბსოლუტურად არაკორექტულია. ""გირჩი" რა ტერმინებსაც ხმარობს იმ შედეგბს მიიღებს. აბსოლუტურად არაკორექულია ეს მიმართვა და სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ანალოგიური ენა ჯერ კიდევაა შემორჩენილი. ვფიქრობ, არც ახალგაზრდებიც არ იქნებიან აღფრთოვანებული. საერთოდ, ნეგატიური ტიპის შინაარსი, თან მუქარის ინტონაციის მქონე, არასდროს არ მოქმედებს ისე, როგორც მთქმელს სურს. მშობლების მუქარის შემთხვევაშიც კი ახალგაზრდა საწინააღმდეგოს აკეთებს. იგივე შედეგი იქნება პოლიტიკის შემთხვევაშიც", - აცხადებს საყვარელიძე. ცნობისთვის, „გირჩმა“ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)