11:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინე“ მიიღო მონაწილეობა
ევროპარლამენტის კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ომარ ნიშნიანიძე: რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ

"ქართული ოცნების" წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველო არა MAP-ს, არამედ ნატოს-თან უფრო მეტ თანამშრომლობას ელის.

 

იპოთეკით დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს (ვიდეო)

მთავრობის ადმინისტრაციასთან იპოთეკით დაზარალებულები და მათი უფლებების დამცველები საპროტესტო აქციას მართავენ.

 

პრეზიდენტი ვარშავაში, NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, NATO -ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა.

 

საგარეო სამინისტრო ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ.

ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი ვარშავის სტადიონზე 8-9 ივლისს გაიმართება

8-9 ივლისს ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება. 

ზაქარეიშვილი: არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ ოთხოზორიას საქმის გამოძიება შეჩერდეს, შეფერხდეს, ან დაიფაროს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქმეში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.

 

დავით ბაქრაძე: ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო მეტად დაცული იქნება

„ვარშავის სამიტის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო  მეტად დაცული იქნება“,-ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწფიო მინისტრმა დავით ბარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

ბაქრაძე: ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას

„ჩვენ ვაძლიერებთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა და ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ძალიან მადლიერი ვართ“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

 

ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა  დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა  მშვიდობიანი გზით  მოგვარდეს.

 

ჯანელიძე: მოველით, რომ საქართველოს საკითხის განხილვა პლენარულ სესიაზე დროულად მოხდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით,  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

 

მამიკინსი: ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს გახდის

„სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მიმზიდველობას გაზრდის მისი ოკუპირებული რეგიონების-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენელმა დეპუტატმა ანდრეას მამიკინსმა განაცხადა.

 

მიხეილ ჯანელიძე: არჩილ გეგეშიძეზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება

 საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებს.

 

მამიკინსი: ევროპარლამენტმა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს

ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეას მამიკინსიმ განაცხადა.

მამიკინსი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს

ევროპარლამენტის წევრის, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლის, ლატვიელი დეპუტატის ანდრეას მამიკინსის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics