აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შეერთებული შტატების დელეგაციამ საქართველო დატოვა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარშავის სამიტის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
ძალიან პოზიტიური, საქმიანი და ღრმა დისკუსია გვქონდა საქართველოს მომავალზე, – ასე შეაფასა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან გამართული შეხვედრა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სანამ სრული სურათი“ არ იქნება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადება კარგად გმაოსაკვლევია.
"მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო გაფრთხილება და როდესაც ხარ საქართველოში და მისი ყველაზე უფრო დიდი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სხელმწიფო მდივანი და სამ თვეში არჩევნებია ამაზე რომ არ ილაპარაკო შემაშფოთებელი ამბავი იქნება", - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებსა და მედიაპლურალიზმის შესახებ ჯონ კერის განცხადებას ეხებოდა.
"არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსები არიან", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მმართველ გუნდში პრორუსი ძალები არიან.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More