12:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 10:46:31, 575 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.

ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭიროს. 

ცნობისთვის, საქართველოს გარდა, დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივებს დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics