„ამ სამიტზე მონტენეგრო იქნება წარმოდგენილი, რადგან ის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურად იმყოფება და ის საბლოოდ გახდება ალიანსის წევრი“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ჩვენი მთავარი მიზანი იყო ნატო-ს სამიტის დოკუმენტებში შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება, ძირითადად სწორედ ამაზე ვმუშაობდით და ჩვენ გვაქვს ამ კუთხით იმედიანი მოლოდინი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ვარშავის სამიტის კომუნიკეში საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ დადასტურებას ველოდებით, -ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა ვარშავაში განაცხადა.
აშშ-ის სენატმა ნატო-ს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.
„იმ პროგრესის აღიარებას მივიღებთ, რომელიც საქართველომ განიცადა“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ვარშავაში განუცხადა.
დღეს და ხვალ ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე ნატო-ს სამიტი გაიმართება.
„ვარშავის სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შავ ზღვაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული, ახალი წესრიგის დამყარების შესახებ“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოპოზიციის წევრებს საქართველოში, რომელიც არის გულმხურვალე და აქტიური დემოკრატიული ქვეყანა და ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას ეყრდნობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს, - აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს მიმართ ნდობა რუსეთის გამო დაკარგეს, - აღნიშნული განცხადება მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას გააკეთა.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია უნდა დარჩეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, - ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More