|
2016-07-07 18:34:39, 656 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს
ნატო-ს გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვარშავის სამიტი ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს წარმოაჩენს, - აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო უფრო საშიშია, ვიდრე ის რამდენიმე წლის წინ იყო. სტოლტენბერგის თქმით, ნატო გამოწვევებს სწრაფად და გადამწყვეტად პასუხობს. “ახლა ჩვენი უსაფრთხოების გადამწყვეტი დროა. მსოფლიო უფრო საშიში გახდა, ვიდრე ის რამდენიმე წლის წინ იყო. ნატო საფრთხეებს სწრაფად და გადამწყვეტად პასუხობს. უახლოესი ორი დღის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, რომლებიც მიმართული იქნება ალიანსის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობის გაძლიერებისა და ნატო-ს ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნაბიჯები მოიცავს აქ პოლონეთში, ასევე ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვში ნატო-ს ძალების რაოდენობის გაზრდას. ეს იქნება მკაფიო მესიჯი - თავდასხმა ერთ მოკავშირეზე ნიშნავს მთელ ალიანსზე თავდასხმას. ეს იქნება გადამწყვეტი სამიტი ვარშავაში და მნიშვნელოვანი სამიტი ალიანსის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ის ვარშავაში იმართება, ქალაქში, რომელიც იცნობს კონფლიქტის ტკივილსა და უსაფრთხოების ფუნდამენტურ ღირებულებას”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)