|
2016-07-08 13:24:33, 478 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტი: საქართველოსთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა
მიმაჩნია, რომ ნატო-ს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა. პოლონეთის ლიდერის თქმით, ნატო არის ალიანსი, რომლის როლი მსოლფიოში მშვიდობის უზრუნველყოფაა. „თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო არის ალიანსი, რომლის როლია მსოლფიოში მშვიდობის უზრუნველყოფა, მაშინ ყველა ქვეყანა, რომელიც წევრიანდება ალიანსში და რომელიც უკვე არის ალიანსის საიმედო და პატივსაცემი წევრი, მხარს უჭერს მშვიდობას. ამგვარად, მჯერა, რომ რაც უფრო მეტი წევრი გვყვას, რომელიც მისდევს საერთაშორისო წესებსა და პრინციპებს, მით უფრო დიდია მსოფლიოში მშვიდობის გარანტია და მით უფრო ძლიერია ნატო”, - განაცხადა დუდამ. როგორც დუდამ აღნიშნა, აუცილებელია, ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნება. „ეს პოლიტიკა ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი შემდეგია - ყველა ქვეყანა არის თავისუფალი და აქვს უფლება გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რა თქმა უნდა, მან უნდ დააკმაყოფილოს წინაპირობები. თუმცა თუკი მეორე მხრიდან შევხედვათ, ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს კარი ღია. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დიახ, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნატო-ში ის ქვეყნები, რომლებსაც ეს სურთ და რომლებიც დააკომაყოფილებენ შესაბამის პირობებს. მე მიმაჩნია, რომ ნატო-ს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. ამ ქვეყნებს სჭირდებათ მხარადჭერა”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნება. საქართველოს დელგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს. მონაწილეთა შორის ნატო-ს 28 მოკავშირე არის, მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად ალიანსის წევრი გახდება, 26 პარტნიორი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ასევე გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. სულ სამიტს დაახლოებით 2 500 დელეგატი დაესწრება. ღონისძიებას მედიის 2 000-მდე წარმომადგენელი გააშუქებს. ცნობისთვის, ეს ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი იქნება.
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)