|
2016-07-07 14:46:39, 630 ნახვა
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: რუსეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ
"ქართული ოცნების" წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველო არა MAP-ს, არამედ ნატოს-თან უფრო მეტ თანამშრომლობას ელის. როგორც "ექსპრენიუსთან" საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, საქართველო ადრე თუ გვიან, ნატო-ს წევრი მაინც გახდება და ქვეყანამ დასავლეთის მიმართულებით სვლა აუცილებლად უნდა გაარძელოს. ამავდროულად, ნიშნიანიძის თქმით, საქართველომ რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ დგამს. "ვარშავის სამიტიზე ნატო-გან ჩვენ MAP-ს არ ველით, ჩვენ ველით, როგორც გაცხადდა, უფრო ფართო თანამშრომლობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ, მეტი დახმარება გვექნება შეიარაღებისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით. ვარშავის სამიტი არ იქნება უნაყოფო. ზოგადად, ძნელია იმის თქმა თუ როდის შეძლებს საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს, მაგრამ ამან ძირითდი სტრატეგიული მიმართულებიდან არ უნდა გადაგვახვევინოს. ჩვენ უნდა ვიაროთ დასავლეთის გზით, ადრე თუ გვიან ჩვენ გავხდებით ნატო-ს წევრი ქვეყანა, ხოლო იქამდე ნებისმიერ სფეროში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის პარალერულად, რუსეთთან მიმართებაში უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად, გავაგრძელოთ მასთან მოლაპარაკებები, დავარწმუნოთ ის, რომ ჩვენ მის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ ვდგამთ. პირიქით, ჩვენ გვინდა უახლოეს მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთანაც ურთიერთობების დალაგება. ჩვენ გვჭირდება რუსეთთან მოწესრიგებული ურთიერთობა", - განაცხადა ნიშნიაძემ. დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაკარგავს, როგორც რიგითი მოქალაქე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე უარს იტყვის.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)