|
2016-07-07 12:39:49, 596 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ ოთხოზორიას საქმის გამოძიება შეჩერდეს, შეფერხდეს, ან დაიფაროს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქმეში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების შეჩერების, ან შეფერხების ნიშნები ამ ეტაპზე არ ჩანს. „აშკარაა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, გუშინ ჩატარდა საკმაოდ სასარგებლო შეხვედრა, 4 საათიანი შეხვედრა იყო გალში. ქართულმა მხარემ შეხვედრის ფარგლებში გადასცა დამატებითი ინფორმაცია, რაც გამოძიებას გამოადგება და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს, ამ ეტაპზე არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ გამოძიება შეიძლება შეჩერდეს, ან შეფერხდეს, ან დაიფაროს. დაკავებულია, მისჯილი აქვს შიდა პატიმრობა. 25 წლის განამვლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაკავებული , ამიტომ ჩვენი მხრიდან ბუნებრივია არის მოწოდება, რომ მოხდეს გადმოცემა, მეორეს მხრივ, მე როგორც ამ სფეროში ჩახედულ ადამიანს, არ მაქვს დიდი ილუზიები და არც თქვენ არ მინდა გამოგკვებოთ დიდი ილუზიებით, რომ თითქოს და ეს შეიძლება მოხდეს, ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთავაზება და წინადადება, მაგრამ ასევე როგორც ჩემთვის მკაფიოდ ცნობილია, აფხაზური მხრიდანაც იყო პასუხი, რომ ეს გამორიცხულია და ისინი აპირებენ თავად განახორციელონ გამოძიება”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე გიგი ოთხოზორია 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მოკლეს. 23 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ქანჯი-ოღლის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)