08:09 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბოკერია: თუ მარნეულში არჩევნების შედეგები არ გაუქმდება, დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას მივმართავთ

თუ მარნეულის #86-ე უბანზე არჩევნების შედეგები არ გაუქმდება და თუ არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უსკო: აჭარაში, არჩევნებში მონაწილეობა 114 202-მა ამომრჩეველმა მიიღო
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მოვიგებთ ყველა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუპირისპირდებით

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძეს ვარაუდით, "ქართული ოცნების" კანდიდატები მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს იგებენ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ცესკო-მ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო.

ცესკო საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს მიმართავს, საკუთარი საქმიანობა კანონის ფარგლებში წარმართონ

„საარჩევნო ადმინისტრაცია  საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს მიმართავს,  საკუთარი საქმიანობა კანონის ფარგლებში წარმართონ.

„მარნეულის 86-ე უბანზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკითხზეა საუბარი“

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მარნეულის 86-ე საარჩევნო საარჩევნო ყუთში უბანზე 400 ბიულეტენი ჩაყარეს.

"ქართული ოცნების" ცნობით, მეორე ტურის არჩევნები ზესტაფონშიც მოიგეს
პირველადი წინასწარი შედეგების შესახებ ბრიფინგი ცესკო-ში დილის 9 საათზე გაიმართება

არჩევნების მეორე ტურის  პირველადი წინასწარი  შედეგების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი დილის 9 საათზე გაიმართება.

მანანა კობახიძე: სამეგრელო სულ გამოვტაცეთ ხელიდან წითლებს

სამეგრელო სულ გამოვტაცეთ ხელიდან წითლებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ქართული ოცნება“ ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობს
ცესკო: საერთო ჯამში საოლქო-საუბნო კომისიებში 131 საჩივარი დარეგისტრირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საერთო ჯამში  საოლქო-საუბნო კომისიებში  131 საჩივარი დარეგისტრირდა.

ცესკო: არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების მეორე ტურის დღის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. 

არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში, ყველაზე დაბალი კი, გორში დაფიქსირდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

„ენმ“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ „ოცნების“ აქტივისტი საუბრობს, როგორ გააყალბეს არჩევნები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზაზა ბაირამოვი საუბრობს, თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი.

მეორე ტურში ამომრჩეველთა 37.5%-მა მიიღო მონაწილეობა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი, კანონის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics