|
2016-10-30 21:57:16, 760 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში, ყველაზე დაბალი კი, გორში დაფიქსირდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 37.5%შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929265 ამომრჩეველია. რაც შეეხება ოლქების მიხედვით აქტივობას, საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი 37- ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო- საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 62.53% შეადგინა. ასევე, 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 44-ე მაჟორიტარული ოლქის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 56.27.% შეადგინა. 60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე (52.27%). 20:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებლი დაფიქსირდა 41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე- 21.84 % და ასევე თბილისში, მე-9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც მოცემული დროისათვის გამოცხადდა ამომრჩეველთა 27.3%.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)