|
2016-10-30 22:51:41, 738 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო. 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით, შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე, ეტაპობრივად იტვირთება ვებგვერდზე http://results.cec.gov.ge/ არჩევნების მეორე ტურის პირველადი წინასწარი შედეგების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი ცესკო-ში დილის 9 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა. ასევე, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურები აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქშიც ჩატარდა. გარდა ამისა, დღეს ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურები გაიმართა, ხოლო ლაგოდეხსა და სენაკში კი საკრებულოს შუალედური არჩევნები. არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042 იყო.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)