|
2016-10-30 22:51:35, 647 ნახვა
პოლიტიკა
უსკო: აჭარაში, არჩევნებში მონაწილეობა 114 202-მა ამომრჩეველმა მიიღო
აჭარაში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. უსკო-ს ინფორმაციით, დახურულია 348-ვე უბანი და დაწყებულია ხმის დათვლა. დახურვისას ხელვაჩაურის ოლქში 28-ე, 29-ე და 36-ე უბნებზე გაითიშა ელექტროენერგია, რამდენიმე წუთით, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. 30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 308 576-ის 37% პროცენტია. რაც 15 პროცენტით ნაკლებია 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 52,97% იყო. ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 50 847 ამომრჩეველი, 31.98 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 20 117 ამომრჩეველი, 40.78 % ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 18 320 ამომრჩეველი, 38 07% ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი (ხულო,ქედა,შუახევი)- 24 918 ამომრჩეველი, 47.79% პარმენ ჯალაღონიამ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა. აჭარის მასშტაბით უბნებზე დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი 15. დარღვევები ძირითადად ადგილზევე აღმოიფხვრა, იყო პროცედურული ხასიათის.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)