შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მდინარე ვერეში კანალიზაციის წყალი მოხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მტკიცებით, მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი წარადგინა.
ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარმოადგინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას.
23-25 ივნისს ქალაქ ვენაში უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია (ASRC) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - დავით დონდუას ხელმძღვანელობით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More