12:04 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 14:00:21, 396 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია

მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება არ არსებობს.

"სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება არის სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმე. რაც შეეხება ეპიდემიის საშიშროებებს, ასეთ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს სასმელი წყლის მილების დაზიანება, სადაც პოტენციურად შეიძლება მოხდეს გარემოს დაბინძურებული წყლების ჩაჟონვა. საბედნიეროდ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ გვქონია და სასმელი წყალი უსართხო იყო. რაც შეეხება იმას, რომ კანალიზაციის წყალი მოხვდა მდინარე ვერეს ხეობაში,  მდინარე ვერეს წყალი  სასმელად არ გამოიყენება, შესაბამისად, ამას სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემა არ შეუქმნია.  რაც შეეხება იმას, რომ თვითონ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შესულები იყვნენ და ახორციელებდნენ სამაშველო სამუშაოებს, ეს ჩვენი ქცევის პროტოკოლს არ ცვლის და რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის, ამ შემთხვევაშიც სამართლიანია", - აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics