|
2026-04-21 11:08:56, 4285 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე კალაძეს - შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა
"კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა." - ასე პასუხობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს რომელმაც გიორგი ვაშაძე გააკრიტიკა. "კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს. ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა. 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და ფერარის გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში. ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება. თან თბილისელების რეალურ პრობლემებსაც გაგაცნობ. რაც შეეხება თქვენს ამბავს, თქვენი საქმე დამთავრებულია! მხოლოდ დროის საკითხია, როდის ჩამოშორდებით ამ ქვეყნის მართვას" | აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიცია გააკრიტიკა. "„ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ. დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს, რა არის მათი მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებაში. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართნოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს. მათ ყველაფერი იკადრეს..." - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)