„ხმა მივეცი რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებას“, ძალას, რომელმაც ოთხი წელი ქვეყანა მშვიდობის და სტაბილურობის გზაზე ატარა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელი დიღომში #57-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო არჩევნებზე დილიდან, ჩხოროწყუს, სოფელ კირცხის # 67.69.08 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
აჭარის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ბათუმის მე-8 უბანზე მისცა ხმა.
„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას და გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას“,-ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი ზესტაფონის რაიონში 52-51 ოლქის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის წარმომადგენლობა ბათუმის პირველ უბანზე წარმომადგენლის მოხსნას გაასაჩივრებს.
„მე გავაკეთე არჩევანი და ამ არჩევანზე პასუხისმგებელი ვიქნები“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
უსკო-ს თავმჯდომარის პარმენ ჯალაღანიას განცხადებით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, თუმცა რამდენიმე მათგანზე წილისყრის პროცედურებმა დარღვევით ჩაიარა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More