2016-10-08 10:14:21, 681 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, მან არჩევანი ქვეყნის განვითარებისთვის გააკეთა.
„პირველი და მნიშვნელოვანი თავისუფლება, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული, გამტკიცებული. ქვეყანაში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,-აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან