2016-10-08 10:29:42, 663 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: ხმა მივეცი გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას
„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას და გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას“,-ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბურჭულაძემ იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა იაქტიურებს.
„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას. ვფიქრობ, დღეს იქნება დიდი აქტიურობა. გთხოვთ ყველას, არ დაიზაროთ და მოდით არჩევნებზე. ხვალ დილით უკვე იქნება გვიან. მოდით და ის 4 წელი, რომელიც მოდის არ გავიფუჭოთ, რათა გქონდეთ ბედნიერი მომავალი”, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან