10:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სახაზინო ადვოკატი: ჩვენი საქმიდან აცილება მოვითხოვეთ, თუმცა დეკანოზმა ჩათვალა, რომ საქმეში უნდა დავრჩენილიყავით

მამა გიორგი მამალაძისთვის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ დააყენეს საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატები შეთანხმებით და მათი საქმეში მონაწილეობა სავალდებულო აღარ იყო.

 

პრეზიდენტი: საჭიროა, ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მოკავშირეების აქტიური ჩართულობა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარება, ასევე, საქართველოს დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო.

 

ადვოკატი: ოხანაშვილზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დამნაშავეა და გამოძიებისთვის თხოვნა რატომ გახდებოდა საჭირო?

„ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ვისაც აქვს საპატრიარქოში, ერთი ვიცი, რომ შორენაა. საერთოდ სთხოვა თუ არ სთხოვა, ან ვინ სთხოვა გამოძიებას ოხანაშვილთან დაკავშირებით რაიმე, არ ვიცი“, - ასე უპასუხა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ „ექსპრესნიუსის“ შეკითხვას - ვის აქვს საპატრიარქოში ისეთი ავტორიტეტი, რომლის თხოვნასაც, რომ არ დაეკავებინათ სოსო ოხანაშვილი, გამოძიება გაითვალისწინებდა.

 

ადვოკატი: მათ უნდათ ზემდგომებიდან აიღონ ნებართვა, დაუშვან თუ არა ომბუდსმენი სასამართლო პროცესზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სასამართლო ელოდება ნებართვას იმის თაობაზე, მისცეს თუ არა სახალხო დამცველს პროცესზე დასწრების უფლება.

 

პროკურორი: დეკანოზმა არ გაუშვა შანსი ხელიდან, საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გაეჭიანურებინა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე ცდილობს, თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და გააჭიანუროს პროცესი.

 

ანდჟეი დუდა მარგველაშვილს: კმაყოფილება მინდა გამოვხატო, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალ საქართველოში ვიმყოფები

„დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში“,-ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ   პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ანდჟეი დუდა: საქართველო ყოველთვის მიმაჩნდა ევროპული საზოგადოების წევრად

„საქართველო ყოველთვის მიმაჩნდა ევროპული საზოგადოების წევრად“,-ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის  შემდეგ განაცხადა.

 

პრეზიდენტი: პოლონეთი იმ სულისკვეთების ძლიერი მხარდამჭერია, რომელსაც თავისუფლების მოყვარე ერების მხარდაჭერა ჰქვია

„პოლონეთი იყო იმ პირველ ქვეყენათა  რიგში, რომელმაც საქართველოს  დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა  სცნო, მაშინ  როდესაც ჩვენი პირველი რესპუბლიკა  ფეხს იდგამდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი: ანდჟეი დუდას ვიზიტი ნატო-ს სამიტის შემდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პირველი სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სასახლეში მიიღო.

 

ნინო გვენეტაძე მესამე სექტორის გადაწყვეტილებას პროტესტის გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით,  არასამთვრობო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.

ჯარჯი წიკლაური: დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს

ე.წ.  ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით  გამოძიება გრძელდება.

 

ქარჩავა: წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება უნდა

„წერილობითი მტკიცებულება გამაჩნია, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება და მოკვდინება უნდა“,-ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილი: ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია
თეოლოგი: საპატრიარქო საბჭოთა ტიპის, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სივრცეა, სადაც ბელადი პატრიარქია

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, პატრიარქი მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას არავის პატიობს.

 

გამრეკელაშვილი: მეუფე დიმიტრი, საქართველოს ეკლესიის შიგნით ყველაზე მაფიოზური პიროვნებაა

„მამა გიორგი მამალაძე არაა ანგელოზი, უფრო მეტიც, ის მართლაც იყო მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ხელქვეითი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით ყველაზე, მაფიოზური პიროვნებაა“, - ამის შესახებ თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

 

თეოლოგი: საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ილია მეორის „კულტმსახურთა დედოფლის - შორენა თეთრუაშვილის უერთგულესი მსახურია".

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics