08:42 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
როუზ გოტემიულერი: ძალიან კარგია, რომ ნატო-მ კვლავ ჩამოკრა ზარები გამოღვიძებისა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

 

მდინარაძე: ასე ახლოს საქართველო ნატო-სთან და ევრო სტრუქტურებთან არასდროს ყოფილა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

 

ალი: საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პაოლო ალის განცხადებით, საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია.

 

კობახიძე: ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო

„ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“,-ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის ამ  სიტყვებით დაასრულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლა.

 

ალი: ნატო-ს კარი ღიაა და გარედან ვერანაირი ზეწოლა ამ ქვეყნებს ხელს ვერ შეუშლის, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ

„მონტენეგროს  ნატო-ში გაწევრიანება მნიშნელოვანი იქნება საქართველოსთვის და სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ალი: რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს, საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს

„რუსეთის მცოცავი ანექსია აბსოლუტურად მიუღებელია“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როუზ გოტემიულერი: საქართველო არის ნატო-ს ყველაზე ახლო და დაფასებული პარტნიორი

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტემიულერის შეფასებით, საქართველო განვითარებისა და ინტეგრაციის გზაზე მყარად დგას.

ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს არჩევანი-გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა.

 

პაოლო ალი: საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს

„მოსახლეობას აშკარა არჩევანი აქვს გაკეთებული და საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, - შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.

კობახიძე: 90-იან წლებში, საქართველოში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს, ადამიანები დააშინოს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

კობახიძე ასამბლეას: თქვენმა ჩამობრძანებამ გაგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის შეფასებით,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სტუმრობა ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტია.

პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები შეიქმნა და გაძლიერდა, ყოველთვის ვიდექით მოკავშირეებთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჟესტი, პლენარული სესიები საქართველოში ჩაეტარებინათ, დადებითად შეაფასა.

პაოლო ალი: მივხვდი რატომ აქვს საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია

„2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი და მაშინ მივხვდი, საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია რატომ აქვს, ასეთი ლამაზი ქვეყნისა და სტუმარ-მასპინძლის“, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ სასტუმრო „ჰუალინგში“  ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი: საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას

„ნატო-ში ინტეგრაციისა და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილი: საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირებაა.

პაოლო ალი: საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, თუმცა ადგილზე დაძაბულობა არ იკლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics