„ეს არის მშიშარა ადამიანის განწყობა“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს „რუსთავი 2“-თან საუბარში.
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დეპუტატთა რაოდენობის სიმცირის გამო, დახურულად გამოცხადდა.
„საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
7-8 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთს ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის და ევრობანკის გუნდს საქართველოს განვითარებისა და მთავრობის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი წარუდგინა.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესიის 6 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს, - ამის შესახებ რამდენიმე არასამტავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4,869,215.92 ლარი შეადგინა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More