|
2017-09-06 12:06:06, 2357 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: კახა კალაძე ის ადამიანია, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს. დავით სერგეენკო კახა კალაძესთან ერთად, გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. როგორც სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება ქალაქზე პოზიტიურად აისახება. „ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან შეხვედრა. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის წლები, რაც მე კახა კალაძის გვერდით მუშაობაში გავატარე, მაძლევს რწმენას და მოლოდინს, რომ ის რეალურად, მნიშვნელოვნად პოზიტიურ ხელს დაატყობს ქალაქს - ქალაქს, რომელსაც ყოველთვის აქვს და ექნება გამოწვევები“, - მიმართა სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს. მისივე შეფასებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. „კახა კალაძე ნამდვილად ის ადამიანია, ვისაც ბრწყინვალე გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ ერთად ნამდვილად შევძლებთ, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გავხადოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვა და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)