|
2017-09-06 04:50:44, 2354 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე უმაღლესი განათლების და სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ
პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესიის 6 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოცამდე საკითხი. მათ შორის დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ხდება ვეტერინარიის მაგისტრის ტერმინის განმარტება, აგრეთვე განიმარტება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარის სერტიფიკატი და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. წესრიგდება ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აგრეთვე შესაბამის მუხლებში აისახება აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი საკითხები - სასწავლო გრანტის მიღების, ეროვნული გამოცდების, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საკითხები. პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას განმარტებით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა გამოწვეულია ამ სფეროში მიმდინარე რეფორმის გამო. დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტს „საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, ასევე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს. პარლამენტი მოისმენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ასევე პარლამენტის საპროცედურო საქმეთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)