აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით „აფხაზეთიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში, ფოთსა და დარჩელში მცხოვრებ დევნილთათვის უფასოსამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.
„უდიტორია 115“-ის წევრები დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განუცხადა.
დღეიდან შობის მარხვა დაიწყო. საეკლესიო კალენდრის თანახმად, იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფალ იესო ქრისტეს შობის დღეს დასრულდება. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი" მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოს შემაჯამებელ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More