13:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 12:26:33, 581 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. რეგიონული მედიის წარმომადგენლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და სხვადასხვა სამსახურის უფროსებმა ბიუროს პროექტებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრის ძირითადი თემები სააღსრულებო სისტემა, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ხედვები, ამოცანები, სტრატეგიული გეგმები, ღირებულებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სააღსრულებო პროცედურები იყო.

სამსახურის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს, მათ შორის, ფაქტების კონსტანტაცია, გამარტივებული საქმისწარმოება და სხვა.

რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა პირადად მოისმინეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისგან, თუ როგორია ბიუროს განახლებული მიდგომა და პოლიტიკა მოქალაქეების მიმართ; იოსებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია თითოეულ სააღსრულებო საქმისწარმოებაშიმხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკის ჩართულობის შესახებ. ჟურნალისტები გაეცნენ ბიუროს მიერ მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკას.

საინფორმაციო სემინარი 25-26 ნოემბერს თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მასშტაბით 30 რეგიონული მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მედია ტრენინგი გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics