15:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ლაშა თორდია 13 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორს ხვდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვდება.

ომბუდსმენი: დღის წესრიგში თორდია-ფარცხალაძის საქმის სხვა ფორმატში შესწავლის აუცილებლობა დგება

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბევრ კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაუყოვნებლივ არ დაიკითხა

თინა ხიდაშელი „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევის ფაქტებზე შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი, მათ შორის სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი დააკავა, ხოლო ერთი პირი ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1954 წელს დაბადებული ს.ქ. დააკავეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის მე-2 საბაზისო კურსი გაიარეს
ადვოკატი: ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, ამის არანაირი მიზეზი არ გააჩნია

„რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ არის, ამიტომ ბრალის წარდგენაზე საუბარი უბრალოდ აბსურდულია“, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდა

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.          

„ეს არ ყოფილა ინციდენტი, იყო წამიერი შეხვედრა“ - ოთარ ფარცხალაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ძველი თბილისის პირველი განყოფილება დატოვა.

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და ერთხმად მიიღო.

აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ლაშა თორდიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე  ძველი თბილისის  პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია

დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია.

შს მინისტრის პირველი მოადგილე ლიტვის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს, ლინას პარნავას შეხვდა.

მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“ გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლი „12 განრისხებული მამაკაცი“  გაიმართა.  

ლაშა თორდიას დაკითხვა დასრულდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას სახლი გამომძიებლებმა უკვე დატოვეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics