13:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე თორდიას საქმეზე: თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ მიდის გამოძიება, რეაგირება გვექნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია  გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას საქმის სათანადო და დროული გამოძიება მოხდეს.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა გადაეცა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ – ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ლაშა თორდიამ თვითდაზიანებები მიიყენა
ადვოკატები: ფარცხალაძეს თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თორდია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსისთვის, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ლაშა თორდიას სახლში გამომძიებლები მივიდნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას სახლში გამომძიებლები მივიდნენ.

შსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო-ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს მეოთხე განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის „სადახლოს“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1972 წელს დაბადებული ს. ბ. დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გურჯაანის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ანა მარგველაშვილის მეგობარი დავით კაჭარავა დააკავეს
საია: ლაშა თორდიას საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თარგამაძე: ფარცხალაძეს მერია კაპრიზებს უსრულებს, შსს ემსახურება, ფინანსური პოლიცია კი მისი საკუთრებაა

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ვეროპული საქართველოს წევრმა, გივი თარგამაძემ ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით ბირიფინგი გამართა

„შსს-ში 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი მუშაობს და "შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან სახლში". 

ოქრუაშვილი: სააკაშვილი ამბობდა, რომ გირგვლიანის საქმეზე ახალაიას და სანოძის დასჯა გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო, თუმცა არ სურდა თანაგუნდელების, მათ შორის დათა ახალაიას დასჯა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

პროკურატურამ „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ ივანე ცაგურიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების, დიდი ოდენობით თანხების  უკანონო მითვისების და ქონების გადამალვის  ფაქტებზე „ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ ი.ც.-ს საქმის განხილვა დასრულდა.

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.ლ. თბილისში, 26 მაისის მოედანზე დააკავეს.

 

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. 

ლაშა თორდიას გამოკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას გამოკითხვა  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო შეწყვიტეს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics