06:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თიბისი დაზღვევის ბოტით უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ
ქუმსიშვილი: პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საგადასახდელო ბალანსის კუთხით

სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების საკითხზე. 

ქუმსიშვილი: ლარის კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში საქართველოზე არაა დამოკიდებული

„ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს  სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

 

ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია განცხადებები, რომელიც EBRD-ს პრეზიდენტმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას გააკეთა

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას გააკეთა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

სემეკ-ი დღეს რამდენიმე კომპანიისათვის ტარიფების დადგენის საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს საჯარო სხდომას გამართავს.

დოლარი დღეს 2.4802 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ცოტნე ყავლაშვილი: ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს

სპეკულაციები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, მას ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა.

 

ცოტნე ყავლაშვილი: სესხების ლარიზაცია 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა ლარიზაციის მიმართულებით განხორციელებული სახელისუფლებო რეფორმები წარმატებულად შეაფასა.

 

სემეკ-ი ხვალ რამდენიმე კომპანიისათვის ტარიფების დადგენის საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალ საჯარო სხდომას გამართავს.

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ინდუსტრიული მიმართულებით 191 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს  „ბენნ“  შეემატება.

თხილის მე-4 ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო

თხილის სექტორში არსებულ ვითარებასა  და დარგის წინაშე  მდგარ  გამოწვევებზე იმსჯელეს თხილის მე-4 ფორუმზე, რომელიც თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა. ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით ფორუმის მონაწილეებს მიმართა. 

საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი საქართველოში ოქტომბერში გაიმართება

საქართველოში, ოქტომბრის თვეში, საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება. რომელშიც მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

სერ სუმა ჩაკრაპორტი: აღსანიშნავია საქართველოს შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი

„საქართველო ახალი ტალღის ლიდერია. რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი. საქართველოს მიერ განსაკუთრებით ბოლო წლებში ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე მთლიანად მთავრობის წვლილი. ფანტასტიკური შედეგია“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. 

ბერაია: როცა EBRD პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარებას, მთავრობის რეფორმებს, საპირისპიროს მტკიცება არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა

„იმ დროს, როცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარებას, მთავრობის, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, საპირისპიროს მტკიცება არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“, - აცხადებს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან ირაკლი ბერაია.  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

მიმდინარე წლის წლის 6 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics