2017-09-07 00:42:48, 2224 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4802 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4802 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4926 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.9579 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.9662 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარმა ევროსთან გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ავტორი: ,