„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას არ ვაღიარებთ“,-ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ვროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს წევრს ჰოვარდ დინს შეხვდა.
ქვეყნის პირველ პირს ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პოაჯუნასმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად მიმართული სუბსიდირება არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაშიც ძალიან მიღებული მეთოდია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლიტველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.
„თბილისში თაღლითები გააქტიურდნენ, რომლებიც დევნილებს ატყუებენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ თბილისის ზღვაზე ბინების მიღებას სთავაზობენ“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More