|
2015-07-24 16:35:45, 333 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჰოვარდ დინს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს წევრს ჰოვარდ დინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში დემოკრატიის განვითარება და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო, საარჩევნო, ასევე საჯარო სამსახურის რეფორმების მნიშვნელობასაც. ჰოვარდ დინმა ყურადღება გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისათვის საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას გაუსვა ხაზი. მხარეებმა საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი - საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე საქართველოში საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)