|
2015-07-24 12:21:31, 380 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე. შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და კონფლიქტისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)