ირაკლი ალასანია: საქართველოში აწინაურებენ მათ ვინც მორჩილია, ვინც არა - ათავისუფლებენ
უცხოურ გამოცემაში www.politico.eu საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას წერილი გამოქვეყნდა, სადაც ალასანია საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, პრობლემებსა და ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.