10:50 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ანი მიროტაძე "თავისუფალი ზონის" წევრებზე: 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ცოტა გადაჭარბებული იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბერს პარლამენტთან დაკავებული "თავისუფალი ზონის" წევრებისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება  გადაჭარბებული  იყო.

დავით ნარმანია საკადრო ცვლილებებზე: შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

თინა ხიდაშელი: პრეზიდენტსა და გენერალური შტაბის უფროსს შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობისას ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ დოლიძეს შორის მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა.

 

ხიდაშელი: ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, საზოგადოებისთვის სანიმუშო უნდა იყოს

ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, საზოგადოებისთვის სანიმუშო უნდა იყოს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „კავკასიის“, გადაცემა „ბარიერში“ ჯარში სუიციდის პრევენციის თემაზე საუბრისას განაცხადა.

 

თინა ხიდაშელი: საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში, ბრიუსელში, 8 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ისაუბრა.

 

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს და ფედერიკა მოგერინის შეხვდება
საზმაუს ჟურნალისტები: პროდიუსერად „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერჟურნალისტი“ ლიკა ხურციძე დაგვინიშნეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟრნალისტები საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის გიორგი გვიმრაძის დანიშვნასთან ერთად პროდუსერის ლიკა ხურციძის დანიშვნასაც აპროტესტებენ. 

მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მედიაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის  საინფორმაციო სამსახურის ახლადანიშნული უფროსი გიორგი გვიმრაძე „ექსპრესნიუსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ ჟურნალისტად არასდროს უმუშავია და აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოში ნამდვილად მუშაობდა. მისი თქმით, საბჭოში ირინა იმერლიშვილის პერიოდში იყო, სადაც უშიშროების საბჭოს მდივნის კონსულტატის თანამდებობას იკავებდა.

მაია ფანჯიკიძე: არ მაქვს განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ყველაფერი ისე კეთდება, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით,  არ აქვს განცდა, რომ  მიგრაციის, ტრეფიკინგის, თავშესაფრის პოლიტიკისა და  კორუფციის მიმართულებებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ქართული მხარის მიერ  ყველაფერი ისე კეთდება, როგორც მას  ევროკავშირი ითხოვს.

სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჟენევაში,  გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 66-ესხდომაზე, გენერალურ დებატებზე,  სიტყვით წარსდგა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 

არასამთავრობოები “რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა დაკავების და მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა დაკავების და მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მიიჩნევენ, რომ რომ მათ მიმართ გამოყენებული ზომები წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითს, რაც პოლიტიკური ქვეტექსტითაა ნაკარნახევი. 

რომან გოცირიძე: ”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს

”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს, - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ კვებით მომსახურებაზე 2013-2014 წლებში ჩატარებულ ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2013-2014 წლებში ჩატარებულ ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა.

გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება მიეცეს

"საერთოდ ჯობია საკითხები ერთმანეთთან შესადარისი იყოს, უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, როდესაც "რუსთვი 2" ის მხარდამჭერ აქციაზე  "ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფისთვის პირს სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეურაცხყოფისთვის კი, 100 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

გიორგი კვირიკაშვილი გაეროში ობამას გამოსვლით უკმაყოფილოა

"როდესაც პრეზიდენტ ობამას გამოსავლას ვუსმენდი, მინდოდა, რომ რუსეთთან პოლიტიკის კონტექსტში საქართველოც ყოფილიყო ნახსენები“, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ბარაკ ობამას გამოსავლა. 

სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევები „შემთხვევითობას არ ჰგავს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics