2015-10-07 18:51:34, 523 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი და გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდებიან
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდებიან.
თავდაცვის სამინისტროს იფორმაციით, შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებია.
თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.
საქართველოს დელეგაცია ბელგიის სამეფოში დღეს გამთენიისას გაემგზავრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან