01:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი ტუღუში: გასაღები ისევ სუს-ის ხელში რჩება

ოპოზიცია ფარული მიყურადების კანონში ცვლილებების პროექტს აპროტესტებს. 

ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი კონტაქტი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მიხეილ ჯანელიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პირველი კომუნიკაციაა.

 

სუბარი ელისაშვილის განცხადებაზე: ლუგარ ალიევის სახელი პირველად ტელევიზორით გავიგე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გადაცემა „არჩევანში“ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სუბარი მას ირაკლი თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნის, ლუგარ ალიევის შეწყალებას სთხოვდა.

 

სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ ავადმყოფ თავებში დაიბადა აზრი, რომ დევნილთა სტატუსს რეფორმა შეეხება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილთა სტატუსს რეფორმა არ შეეხება და ეს აზრი „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდა:

 

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მრჩევლები არ ჰყავს
აბაშიძე: რუსეთი საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხელშეკრულების ასამოქმედებლად მზად არის

პრემიერ-მინისტრის  სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შეხვედრაზე  „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე  იმსჯელეს.

 

ცვლილებები ჯანდაცვის პროგრამაში - 2013 წლის შემდეგ, საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა პირველად მოხდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში  ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ, პირველად მოხდება  საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა.

 

აბაშიძე: რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციაო, არ მითქვამს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება პარლამენტში მივა.

 

მთავრობამ ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი მოიწონა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად  პარლამენტს გადაეგზავნება.

 

ბესელიას თქმით, მმართველი გუნდის წინადადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესლიას განცხადებით, მმართველი გუნდის წინადადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.

ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფება
აბაშიშვილი: გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
კობახიძე: პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს
პარლამენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის  ვეტო დაძლია.

 

ინაშვილი: ქართველ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ ამ მთავრობის ხელში - არცერთი დაპირება არ შესრულდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა საზოგადოებას მიმართა და „მთავრობის ხელში გამძლეობა“ უსურვა.

 

ნადირაშვილი უმრავლესობას: საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძე თქვენი პოზიციების გასამყარებლად დანიშნეთ

„ივანიშვილის მიერ დაქირავებულ მთავრობას ნამდვილად არ აქვს  ის ამოცანა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, ეს ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ  ივანიშვილის დავალება შესრულდეს“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics