02:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 21:34:14, 1444 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს

[პრეზიდენტის ვეტოს] არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს აქვს რადიკალური, პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

,,კანონპროექტის პაკეტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, იყო ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბებული. სწორედ ასეთი მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ე.წ მესამე ტალღასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც გატარდა საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში. მართლმსაჯულების სფეროში ჩვენ გვაქვს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ეს არის ზოგადი პოზიცია. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარებას, ეს არ გაზიარება არც ერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს შემიძლია თამამად გითხრათ. ეს არის პოზიცია, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის პირვანდელი რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის  ვეტო დაძლია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics