02:29 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა. 

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა

საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების  მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე არა მხოლოდ რეგიონში არამედ გლობალურად - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც ვაშინგტონში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ინაშვილი: მომავალ სხდომაზე მოვიტან პლაკატს "გასამართლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერები"
მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბანერი გამოფინა, რომელზეც „იმედის“ დარბევის“ კადრებია აღბეჭდილი
კახიძე „ოცნებას“ - არსებობს ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი არაკონსტიტუციურია
ინაშვილი: ადამიანის თვალთვალი შანტაჟის უმაღლესი ფორმაა და ის ქვეყანაში უნდა დასრულდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის ირმა ინაშვილის განცხადებით, ადამიანის თვალთვალი შანტაჟის უმაღლესი ფორმაა და ის ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

 

კილაძე „მოსმენების კანონპროექტზე“: ეს იქნება ოქროს შუალედი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების უფლებების მაქსიმალურ დაცვას

„არ შეიძლება  უსაფრთხოება დავიცვათ ადამიანის უფლებების ხარჯზე, ისევე როგორც არ შეიძლება ადამიანის უფლებები დავიცავთ უსაფრთხოების ხარჯზე“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „მოსმენების კანონპროექტთან“ დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

სოფო კილაძე ოპოზიციას: ვახტანგ გომელაური იმდენად წესიერია, რომ თქვენც ვერაფერს ამბობთ მის პიროვნებაზე

„ვენდობი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს, ნამდვილად პატივს ვცემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც იმდენად  წესიერია, რომ თქვენც ვერაფერს ამბობთ მის პიროვნებაზე“,-ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ  საპარლამენტო ოპოზიციას.

 

ბესიკ ლილუაშვილი წარმომადგენლბითი ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით რეზო ხარაზის ბრალდებას პასუხობს
ეკა ბესელია გოცირიძეს: არსად არ ვჩურჩულებდი, მაშინაც კი, როდესაც თქვენი პრეზიდენტი ტყვიას მესროდა

„მე არსად არ ვჩურჩულებდი, მაშინაც კი როდესაც თქვენი პრეზიდენტი ტყვიას მესროდა და მატერორებდა“, - ასე უპასუხა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კითხვას „რატომ  არის, რომ დეპუტატების ოთახში, სადაც ყავას სვამენ და ლარიანს აგდებენ, ყველა ჩურჩულებს“.

 

ბობოხიძე ბესელიას: ჩემი ადვოკატი რომ იყოთ, რას მირჩევთ, როგორ უნდა დავიცვა თავი სუს-ისგან

„ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიმართა.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში ბანერი - „არა მედიაზე შტურმს“ გამოფინეს

 „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი - „არა მედიაზე შტურმს" გამოფინეს.

 

კობახიძე უმცირესობას ბანერის გაკვრაზე: ჩემი პირადი პოზიციაა, გამოხატვის მსგავსი ფორმები ნაკლებად გამოვიყენოთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმცირესობას რეგლამენტით უფლება აქვს, სხდომათა დარბაზში ტრანსფარანტი გამოფინოს. 

ჩიხრაძე: პრინციპულია, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ს არ ექვემდებარებოდეს

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე დღეს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

პარლამენტმა ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

მანანა კობახიძეს, რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია, პარლამენტში ანრი ოხანაშვილი შეცვლის.

ანა დოლიძე: ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საკუთარი შენიშვნები წარადგინა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics