|
2017-02-10 17:06:52, 1560 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია გოცირიძეს: არსად არ ვჩურჩულებდი, მაშინაც კი, როდესაც თქვენი პრეზიდენტი ტყვიას მესროდა
„მე არსად არ ვჩურჩულებდი, მაშინაც კი როდესაც თქვენი პრეზიდენტი ტყვიას მესროდა და მატერორებდა“, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კითხვას „რატომ არის, რომ დეპუტატების ოთახში, სადაც ყავას სვამენ და ლარიანს აგდებენ, ყველა ჩურჩულებს“. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მას არც ახლა ეშინია ხმამაღლა საუბრის და არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეშინოდა. „ბატონო რომან მე არ ვიცი თქვენ სად ჩურჩულებთ, ყავის დასალევად გასული იმ ოთახში თუ სად... მე არსად არ ვჩურჩულებდი, მაშინაც კი როდესაც ტყვიას მესროდა თქვენი პრეზიდენტი და ხელისუფლება და მატერორებდა. არც მაშინ ვჩურჩულებდი, ყველაზე ხმამაღლა გავიძახოდი სათქმელს. ამიტომ არის შექმნილი ჩემი ლამაზო თოჯინა, ვიღაცას მწარეც ახსოვს ჩემი ხმა და არც ახლა არ ვჩურჩულებ. არ მეშინია ხმამაღლა საუბრის და არც იმის თქმის რასაც ვფიქრობ, თქვენ ვერ ბედავთ ხმამაღლა საუბარს, არ ვიცი რატომ საუბრობთ ხმადაბლა. ეს არის სამწუხაროდ იმ წარსულის ბრალი საიდანაც მოდიხართ. თქვენ ძალიან მდიდარი ექსპრეზიდენტი გყავთ გუნდის ლიდერად და მას შეუძლია ფინანსებით შეისყიდოს აპარატურა, რომლის ფასიც 200 ათასი დოლარიდან იწყება, მას შეუძლია მოისმინოს. ამას აკეთებდნენ თქვენი ძველი მეგობრები, ახლებიც შეიძლება, ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს არის უკანონობა“,-მიმართა ბესელიამ გოცირიძეს. ცნობისთვის, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში, დეპუტატების ოთახში ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. მისი თქმით, დეპუტატები ინფორმაციის გასაცნობად კორიდორში ჩუმად საუბრობენ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)