11:57 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 18:19:28, 1474 ნახვა

კომენტარი
ბოკერია თალაკვაძის განცხადებაზე - დაუბრუნდა ბიძინას ძველ თეზისს, მას რომ მოსწონს, ისეთი ოპოზიცია უნდა რომ ჰყავდეს

„დაუბრუნდა ბიძინას ძველ თეზისს, მას რომ მოსწონს, ისეთი ოპოზიცია უნდა რომ ჰყავდეს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პარლამენტის თავჯდომარის განცხადებას, რომ ოპოზიცია არის „ხალხის ხმებით მოვაჭრე“.

„ისევ დაუბრუნდა ბიძინას ძველ თეზისს, რომ მას რომ მოსწონს, ისეთი ოპოზიცია უნდა ჰყავდეს და ისევ ვერ ხვდება, რომ ოპოზიციას მთავრობა კი არ არჩევს, არამედ მთავრობასა და ოპოზიციას, ორივე ირჩევენ ამომრჩევლები. ერთადერთი რაც შეიძლია ვთქვა, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის იგივე, რაც იყო, ჩვენ გვსურს გავმუხტოთ ვითარების, გვსურს ნორმალიზაცია.

ამიტომ ბატონ თალაკვაძეს და ყველა მისნაირს მინდა ვუთხრა, ვურჩიო, რომ თუ რამე სიტყვა ეთქმით, მე კი ეჭვი მეპარება, ამბის მიტანის თვალსაზრისით, ტელევიზორს თუ არ უყურებს ივანიშვილი, მიუტანონ ამბავი, თუ მას მართლა სურს, ან დაფიქრდა იმაზე, რომ მის ინტერესშიცაა გონს მოსვლა, ქვეყნის ინტერესი, რომ ნაკლებად ადარდებს ეს ვიცი, მაშინ უნდა გაკეთდეს კონკრეტული ნაბიჯები. ეს რაღაც ზოგადი საუბარი, სადღეგრძელოები იმის იმედად ყოფნა, რომ ვითაცა მოტყუვდება ან ამ ინტრიგებით შედეგს მიაღწევს არის სისულელე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics