2026-06-20 11:12:31, 301 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისთვის საპატრიარქოს დუმილი კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე, ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია.
ზურაბიშვილი სვამს კითხვას, რატომ ვლინდება, მისი შეფასებით, ეკლესიური „ერთსულოვნება“ მხოლოდ რუსეთის მიმართ.
ერთი რამ არ მესმის, ჩვენ ერთსულოვნებას მხოლოდ რუსეთთან წარმოგვიდგენია?
თუ როგორ არის ეს: ნუთუ უკრაინა არ არის ჩვენთვის ერთსულოვანი მართმადიდებელი ეკლესია? და თუ არის, მაშ როგორ გვესმის ღვთის კანონი? ნუთუ არ უნდა გამოვუჩინოთ უკრაინის ეკლესიას თანადგომა, სოლიდარობა, თანაგრძნობა როცა იბომბება კიევის ლავრა? ნუთუ უნდა სდუმდეს ჩვენი საპატრიარქო?
ნუთუ ესაა ჩვენი 1700 წლიანი ქრისტიანობა? ერთსულოვნება? ან თუნდაც ადამიანობა?, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,