12:03 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-30 11:08:53, 1486 ნახვა

პოლიტიკა
ძიძიგური: ბედნიერი ვარ, რომ ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გაკეთების ამბავში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო

„დღეს ვარ ბედნიერი და გახარებული, რომ ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გაკეთების ამბავში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო“,-  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პირველი არხის თოქშოუში „აქტუალური თემა".

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც  3 მილიარდიანი ქველმოქმედება აქვს საქართველოში გაწეული, დღეს რა ქველმოქმედებაც გააკეთა,  ძალიან კარგი ჟესტია მთელი საქართველოს გასაგონად, როგორც ზვიადისტისთვის ისე არაზვიადისტისთვის.

 „დღეს ხიბულაში ბიძინა ივანიშვილი იყო ჩასული და თქვა - ჩათვალეთ, ზვიადი გიკეთებთო, რასაც დაპირდა, მუზეუმის გაკეთებას, ეკლესიის აშენებას , პარკის გაკეთებას, საბავშვო ბაღს და ა.შ. ისევ ზვიადი გიკეთებთო იმ ქვეყნიდან. ძალიან მიხარია, ზვიადისტების მიმართ გაგზავნილი ძალიან კარგი მესიჯია. ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც  3 მილიარდიანი ქველმოქმედება აქვს საქართველოში გაწეული, გარწმუნებთ,  რომ დღეს რა ქველმოქმედებაც გააკეთა ძალიან კარგი და მაგარი ჟესტია მთელი საქართველოს გასაგონად, ზვიადისტისთვის, არაზვიადისტისთვის.  ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ასეთი კეთილი ჟესტი გვენახოს საქართველოში ვისაც ამის გაკეთება შეუძლია" - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აქვე გაიხსენა, რომ  ხიბულაში სახლი ზვიადისტებმა 5 000 ლარად გამოისყიდეს. „ეს არ იყო ბიზნესმენების ჯგუფი , ფული იდეურმა ზვიადისტებმა შეაგროვეს და გამოისყიდეს ეს შენობა. მაშინ ამაში კონსერვატორებმაც მივიღეთ მონაწილეობა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics