|
2018-09-11 19:46:09, 884 ნახვა
საზოგადოება
„მოგიწოდებთ, გვერდში დამიდგეთ“ - პარლამენტთან სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია გრძელდება
პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია განახლდა. როგორც აქციის დაწყებისას ზაზა სარალიძემ განაცხადა, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი იუსტიციის და შს მინისტრების გადადგომას ითხოვენ. სარალიძემ ასევე აღნიშნა, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, რელიგიას და პოლიტიკურ პარტიას. მოგიწოდებთ ყველას, გამოხვიდეთ გარეთ. უნდა დავამხოთ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი. აქვე მინდა ვთქვა, ძალიან გული მწყდება იმის გამო, რომ დღეს აქ ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ - „აქციაზე არ გავალ იქ პოლიტიკოსები დგანან“. დღეს აქციაზე არც ერთი პოლიტიკოსი არ არის. გამოდის, რომ საქართველოს ბედი არავის აინტერესებს, მაგრამ ჩვენ აქ სამართლიანობის აღდგენამდე დავრჩებით. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს გარკვეული განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ თურმე ზაზა სარალიძე რაღაცას აჭარბებს. გადავაჭარბებ მე მაგათ! რას ვაჭარბებ ?! იმას რომ შვილის მკვლელს ვითხოვ?! მოგიწოდებთ გვერდში დამიდგეთ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. აქციის მონაწილეებს მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართა: „მივმართავ ყველას, რომ გარეთ გამოხვიდეთ. სანამ აქციებს დავაანონსებდით, ძალიან ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მწერდა და მეუბნებოდა, როდის დავიწყებდით აქციებს, თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს აქ ძალიან ცოტა ადამიანია გამოსული. მოდით ერთად გავაპროტესტოთ იქ, რაც ხდება ქვეყანაში. მჯეროდა, რომ გავერთიანდებოდით, მაგრამ იმედები გადამეწურა. მე და ზაზამ დასაკარგი უკვე დავკარგეთ და რისიც გვეშინოდა, ის უკვე დაგვემართა, ახლა აღარაფრის გვეშინია. რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მომავალი თაობისთვის, ჩვენს შვილებს ვეღარ დავიბრუნებთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ხალხი გამოვა თუ არა, მნიშვნელოვანია რა ხარისხის ადამიანია შენს გვერდით. აქ მე და ზაზა სარალიძე ბოლომდე ვიდგებით მარტო დგომაც რომ მოგვიწიოს“. ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანია შეკრებილი. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)