11:57 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 14:20:14, 1803 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი პრეზიდენტის მიერ „ბახალას“ შესაძლო შეწყალებაზე: ერთ საქმეზე რეაგირება სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გადახედვას აუცილებლად საჭიროებს.

ნაცვლიშვილმა არ დააკონკრეტა შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას), თუმცა აღნიშნა, რომ ერთ საქმეზე რეაგირება პრობლემის არსს ვერ შეცვლის.

"ერთ კონკრეტულ საქმეზე რეაგირება ვერ მოაგვარებს იმ სისტემურ პრობლემას, რომელსაც ჰქვია რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. ამიტომ, ყურადღების გამახვილება ყველა აქტორის მხრიდან არის აუცილებელი იმაზე, რომ სისტემურად შეიცვალოს მდგომარეობა და ცალკეულ, ფრაგმენტულ საქმეებზე რეაგირება ვერ გამოასწორებს იმ პრობლემას, რის გამოც დღეს ასეულობით ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ბახალას" 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს,  რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics